დიოდი

             ვისაც სანტექნიკასთან გქონიათ შეხება, ალბათ გაგიგიათ რომ არსებობს ასეთი ნაწილი - უკუსარქველი, რომლის დანიშნულება არის წყლის მხოლოდ ერთი მიმართულებით გატარება, იგი მოწყობილია დაახლოებით ასე.
თუ წყალი მოძროაბს ერთი მიმართულებით მაშინ სარქველი იღება და წყალი გაედინება, ხოლო მეორე მიმართულებით წყალი ვერ გაედინება რადგან სარქველი იხურება წყლის მიწოლის შედეგად. ასეთი მოწყობილობის ანალოგს ელექტრონიკაში უწოდებენ დიოდს. დიოდი არ არის ჩვეულებრივი ელექტროდეტალი, ის მიეკუთვნება ე.წ. ნახევარგამტარების ჯგუფს. ნახევარგამტარებში ომის კანონი არ მოქმედებს. უფრო სწორედ ომის კანონის გარდა სხვა კანონებიც მოქემედებენ და მარტო ომის კანონი არაა საკმარისი მათ აღსაწერად მაგრამ ჩვენ ასე დეტალურად არ განვიხილავთ ამ კანონებს, ერთადერთი რაც უნდა ვიცოდეთ, მათი მოქმედების ძირითადი პრინციპებია.
           როგორც ვხედავთ დიოდს გააჩნია ორი კონტაქტი. სქემაზე ხედავთ რომ ერთს ქვია ანოდი ხოლო მეორეს კათოდი. დიოდის სქემატიკური აღნიშვნა არის ნაჩვენები ამ სურათზე. ისრით აღინიშნება მიმართულება რომელშიც დიოდი ატარებს დენს, ოღონდ! უნდა აღვნიშნოთ რომ სინამდვილეში ელექტრონები მოძრაობენ ამ მიმართულების საპირისპიროდ მაგრამ ეს აღნიშვნა შემორჩა იმის გამო რომ დენის აღმოჩენისას მეცნიერება არ იცოდნენ რომ სადენებში მოძრავი ნაწილაკები იყო ელექტრონები უარყოფითი მუხტებით. მათ ივარაუდეს რომ სადენებში მოძროაბენ დადებითი მუხტის მქონე ნაწილაკები. თუმცა მთავარი პრინციპები მაინც იგივეა, ასე რომ ეს აღნიშვნა უმეტეს შემთხვევაში ხელს არ შეგვიშლის სქემის და კომპონენტების მუშაობის აღწერისას.
         ყველა დიოდს გააჩნია რამდენიმე მთავარი პარამეტრი. ესენია:
  •  გარღვევის უკუძაბვა, ძაბვა რომელზეც დიოდის ჩამკეტი სარქველი დაზიანდება;
  • გაჟონვის უკუდენი, მართალია სარქველი იკეტება უკუდენის დროს მარა ის ცოტათი მაინც აპარებს, ეს არის გაჟონვის უკუდენი.
  • მაქსიმალური პირდაპირი დენი, ამაზე მეტი დენი დიოდს დააზიანებს.

დიოდების უმეტესობა გამოიყურება ასე

2 comments:

  1. დიდი მადლობა

    ReplyDelete
  2. ძალიან საინტერესო მასალაა,მაგრამ რთული ჩემთვის.

    ReplyDelete