ომის კანონი

    წინა პოსტში განვიხილეთ დენის და ძაბვის განმარტება. ეხლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ პირველ ელექტრონულ მოწყობილობაზე, ეს არის წინაღობა (რეზისტორი)
      წყალი მოძრაობს მილებში გარკვეული წნევით (ძაბვა), მილში გავლისას წყლის წნევა ეცემა წყლის და მილის კედლებს შორის ხახუნის გამო. რაც უფრო წვრილია მილი, მით უფრო მეტია ხახუნის ძალა და მით უფრო ნელა გადის მასში წყალი, შესაბამისად მით უფრო ნაკლები იქნება დენის ძალა. მეორეს მხრივ რაც უფრო მაღალია წნევა (ძაბვა) მილის შესასვლელზე მით უფრო მეტი იქნება წყლის სიჩქარე მილში, ესე იგი წვრილი მილი შეგვიძლია დავაკომპენსიროთ მაღალი ძნევით. მილის სისქე და წნევა განსაზღვრავენ მილში გამავალი წყლის სიჩქარეს. განმარტება: მილის თვისებას შეანელოს წყალი და შეამციროს მისი წნევა ეწოდება წინაღობა და იზომება ომებში (Ohm)1 ომი ისეთი წინააღობის მილია რომელშიც 1 ამპერი დენის (დინების სიჩაქრის) გასვლისას ძაბვის (წნევის) ვარდნა ხდება 1 ვოლტით.
        წარმოვიდგინოთ რომ გვაქვს 1 ომი წინაღობის მქონე მილი, რომელშიც გადის წყალი 1 ამპერი სიჩაქრით, შესაბამისად ამ დროს წნევა მის შესასვლელზე თუ 1 ვოლტია, გამოსასვლელზე უნდა იყოს 0. თუ მოვუმატებთ წნევას შესასვლელზე, 2 ვოლტამზე, მაშინ მილში წყალი გაივლის 2-ჯერ ჩქარა - 2 ამპერით. თუ ავიღებთ სხვა მილს რომელიც 2-ჯერ ვიწრია და მისი წინაღობა არის 2 ომი, მაშინ იგივე 1 ვოლტი ძაბვის (წნევის) დროს მასში გაივლის 2-ჯერ ნაკლები წყალი - 0.5 ამპერი. ხოლო 2 ვოლტი წნევის დროს გაივლის 1 ამპერი სიჩქარით.
ეხლა უკვე შეგვიძლია დავწეროთ მარტივი ფორმულა, თუ აღვნიშვნავთ ძაბვას U-თი, დენს I-თი,  ხოლო წინაღობას R-ით, მაშინ გვექნება I = U / R. ამ მარტივი განტოლებიდან შეგვიძლია გამოვიყვანოთ ასევე კიდე ორი მარტივი ფორმულა U = I x R და R = U / I . ესე ეს 3 სიდიდე - დენი, ძაბვა და წინაღობა დამოკიდებული არიან ერთმანეთზე და თუ ვიცით ნებისმიერი ორი, შეგივძლია გამოვიანგარიშოთ მესამე. მაგალითად თუ ვიცით რომ მილში გადის 2 ამპერი დენი და ამ დროს წნევა არის 10 ვოლტი, მაშინ მილის წინაღობა იქნება 5 ომი (5=10/2).
  წინააღობის სიდიდე აღინიშნება ბერძნული ომეგა ასოთი Ωწინაღობა ანუ რეზისტორი სქემებზე აღინიშნება ძირითადად 2 სიმბოლოთი. R2 აღნიშვნა ძირითადად გამოიყენება ამერიკაში ხოლო R1 საფრანგეთში და რუსეთში. 
მომავალში სქემის დახატვისას ჩვენ აღვნიშნავთ მავთულებს ხაზის საშუალებით და რეზისტორს ფრანგული სიმბოლოთი. გავაკეთოთ დაშვება რომ მავთულს არა აქვს წინაღობა, ანუ არ აფერხებს დენს - ანუ შესაბამისი მილი იმდენად მსხვილია რომ წყალი შიგ მოძროაბს შეფერხების და ხახუნის გარეშე. ხოლო რეზისტორი არის წვრილი მილის მონაკვეთი, სადაც ხდება წყლის მოძრაობის შეფერხება მილის სისქის ანუ წინაღობის შესაბამისად.

რეზისტორების უმეტესობა გამოიყურება ასე