მცირე შეჯამება

     გავაკეთოთ მცირე შეჯამება, ვიცით უკვე ომის კანონი და რეზისტორის მუშაობის პრინციპი, დავხაზოთ ყველაზე მარტივი სქემა. ერთი კვების წყაროთი და ერთი რეზისტორით.
    ამ სქემაზე ჩვენ ვხედავთ 12 ვოლტიან კვების წყაროს და 100 ომიან რეზისტორს. წინა გვერდიდან ვიცით ომის კანონით როგორ გამოითვლება რეზისტორში გავალი დენის ძალა I = U / R = 12 / 100 = 0.12 A (ამპერი). ზოგჯერ უფრო მოხერხებულია დენის გასაზომად გამოვიყენოთ მილიამპერი  (აღინიშნება ma)რომელიც არის ამპერის მეათასედი ნაწილი, ანუ 0.12 A = 120 ma.


   მოდით ეხლა დავამატოთ კიდე ერთი რეზისტორი აი ასე როგორც სურათზეა, ასეთ ჩართვას ქვია მიმდევრობით ჩართვა. თუ გავიხსენებთ მილის და წყლის მოდელს, მაშინ ლოგიკურია ვიფიქროთ რომ ეს ორი წინაღობა, ანუ მილის დავიწროვება 2 ადგილას, შეაფერხებს წყლის მოძრაობას ორჯერ მეტჯერ ვიდრე წინა მაგალითში. ანუ დენის ძალა შემცირდება ორჯერ, გახდება 60 მა, ეს ნიშნავს რომ ეს ორი რეზისტორი მოქმედებს ისე როგორც ერთი რეზისტორი 200 ომი წინააღობით (12/200=0.060=60მა). მეორეს მხრივ ჩვენ შეგვიძლია მათემატიკურად გამოვიყვანოთ ამ ორი წინაღობის საერთო წინაღობა ომის კანონზე დაყრდნობით.  დავწეროთ ომის კანონი თითოეული რეზისტორისთვის : I1 = U1 / R1 , I2 = U2 / R2 . ახლა უნდა დავეყრდნოთ იმ პრინციპს რომ წყლის ნაკადი რომელიც შედის R1 მილში, ასევე გაივლის R2  მილში, ზუსტად იგივე სიჩქარით რაგდან წყალი არსად არ იღვრება და იკარგება. ესე იგი R1 და R2 გამავალი დენის ძალა ტოლია :
I1 = I2 = I = U1 / R1 = U2 / R2 . ელხა ეს 2 რეზისტორი ჩავანაცვლოთ ერთი ვირტუალური რეზისტორით, წინააღობით R, მაშინ მისთვისაც უნდა იმუშაოს ომის კანონმა I = U / R . აქ I უნდა იყოს იგივე რაც წინა ფორმულაში, რადგან როგორც ვთქვით შემავალი წყალი არსად იკარგება, ხოლო U უნდა იყოს U1 და U2 ჯამი. რატომ? იმიტომ რომ თითოეულ რეზისტორიზე ძაბვა ეს არის წნევების სხვაობა შესასვლელზე და გამოსავლელზე, ამავე დროს პირველი რეზისტორის გამოსასვლელზე წნევა უდრის მეორე რეზისტორის შესავლელზე წნევას. ამიტომ პირველი რეზისტორის შესასვლელის და მეორეს გამოსავლელის წნევების სხვაობა იქნება თითოეულზე წნევების სხვაობების ანუ ძაბვების ჯამი. ესე იგი : R = U / I = ( U1 + U2 ) / I = ( R1 x I + R2 x I ) / I = R1 + R2.
მიმდევრობით ჩართვის დროს წინაღობები იკრიბება R = R1 + R2, ანუ ორი რეზისტორი მიმდევრობით მუშაობს ისევე როგორც ერთი რომელსაც აქვს მათი ჯამური წინაღობა.

     ამ ნახატზე კი გამოსახულია პარალელური ჩართვა. რა მოხდება თუ წყალს გავატარებთ ორ წვრილ მილში პარალელურად? ეს ორი მილი ერთად გაატარებს ორჯერ მეტ წყალს ვიდრე ერთი. ესე იგი დენის ძალა ამ შეთხვევაში იქნება 240ma. ესე იგი ეს ორი რეზისტორი მუშაობს როგორც ერთი რეზისტორი წინაღობით 50 ომი (12/50=0.24=240ma). ამ შემთხვევაშიც ვიწყებთ ომის კანონით თითოეული რეზისტორისთვის, იგი იგივე იქნება როგორც წინა მაგალითში. ოღონდ ეხლა ორივე რეზისტორზე ერთი და იგივე ძაბვა იქნება U = U1 = U2. რატო? დაუკვირდით ჩართვის სქემა, ორივე რეზოსტორის შესასვლელიც და გამოსასვლელით შეერთებულია მსხვილი მილით ერთმანეთთან, ეს ნიშნავს რომ მათზე წნევები იქნება ერთნაერი, შესაბამისად წნევების სხვაობა (ძაბვება) მათზე იქნება ერთი და იგივე. მაგრამ როგორი იქნება ორივე რზისტორში გამავალი დენი თუ ერთში გადის I1 და მეორეში I2? ორივეში ერთად გავა I = I1 + I2, იმიტომ რომ მილებში გამავალი წყალი იკრიბება მათი გადაერთების ადგილას. ესე იგი:
R = U / I = U / ( I1 + I2 ) = U / ( U / R1 + U / R2 ) = 1 / ( 1 / R1 + 1 / R2 ) = R1 x R2 / ( R1 + R2 ). თუ R1 = R2 = Ra, მაშინ R = Ra / 2.
პარალელური ჩართვის დროს საერთო წინაღობა ითვლება ფორმულით:
R = R1 x R2 / ( R1 + R2 ) , თუ პარალელურად ჩართულია 2 ტოლი წინაღობა, მაშინ საერთო წინაღობა 2-ჯერ ნაკლებია.

      ცხადია შეიძლება უამრავი სხვა ტიპის ჩართვა მაგრამ ნებისმიერი მათგანი შეგვიძლია დავიყვანოთ პარალელური და მიმდევრობითი ჩართვების კომბინაციებზე და ისე დავითვალოთ საერთო წინაღობა. რეზისტორიბის ჩართვის როგორი სქემაც არ უნდა იყოს, უნდა გამოვიყენოთ ომის კანონი წყლის მილების ანალოგია რომ ინტუციურად მივხვდეთ როგორ დავითვალოთ მათი მოქმედების ეფექტი.