ტრანზისტორი

       ტრანსიზტორი არის ასევე ნახევარგამტარული ელემენტი, ის დიოდზე ბევრად რთულია და მისი მოქმედების პრინციპი რომ გავიგოთ, უნდა დავხაზოთ უფრო რთული მოწყობილობა. ნახაზზე ჩანს რომ ამ მოწყობილობას აქვს 3 კონტაქტი: ბაზა, ემიტერი და კოლექტორი. 
მოწყობილობის შიგნით ვხედავთ რთულ სარქველს რომელიც ზამბარის საშუალებით თავიდან ჩაკეტილია და ამ დროს შეუძლებელია დენმა გაიაროს კოლექტორში. ეხლა ვნახოთ რა მოხდება თუ ბაზაზე მივაწოდებთ წყალს წნევით ემიტერის გავლით. წნევა ბაზაზე გახსნის სარქველს და წყალი გაივლის ბაზაში და გამოვა ემიტერში (ყურადღება მიაქციეთ! ეს რომ მოხდეს, წნევა ბაზაზე უნდა იყოს უფრო მეტი ვიდრე ემიტერზე!). როგორც ნახაზზე ჩანს ბაზის სარქველის გახსნა ერთდოულად ხსნის კოლექტორის სარქველსაც. ეს გამოიწვევს კოლექტორიდან ემიტერისკენ დენს (მწვანე ისრებით აღნიშნულია ბაზური დენი, ხოლო ლურჯით კოლექტორული). და ისევ იმ შემთხვევაში თუ კოლექტორზე წნევა უფრო მეტი იქნება ვიდრე ემიტერზეა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაიკეტება ბაზური დენი და შედეგად ჩაიკეტება მთლიანად სარქველი. ყურადღება მიაქციეთ რომ რაც უფრო მეტია დენი ბაზა-ემიტერში, მით უფრო მეტად გაიწევს სარქველი და მით უფრო მეტად გაიხსნება კოლექტორის სარქველი, შესაბამისად მით უფრო მეტი კლექტორული დენი გავა ტრანსიზტორში. ნახაზზე ჩანს რომ საქრველები ისაე მოწყობილი რომ მცირე ბაზური დენი იწვევს დიდი სარქველის გახსნას რაც თავის მხრივ იწვევს დიდ კოლექტორულ დენს. ანუ ტრანზისტორში მცირე ბაზური დენი იწვევს დიდ კოლექტორულ დენს. ანუ  ტრანზისტორი არის მოწყობილობა რომელიც აძლიერებს დენს. კოლექტორული დენის შეფარდებას ბაზურ დენთან უწოდებენ ტრანზისტორის გაძლიერების კოეფიციენტს.
ტრანზისტორის სქემატური აღნიშვნისას ბაზა ემიტერს აღნიშნავენ ისრით რომელიც უჩვენებს დენის მიმართულებას (ისევე როგორც დიოდში). ასეთ ტრანზისტორებს უწოდებენ NPN ტიპის ტრანზისტორებს (მათი დამზადებისას კეთდება ნახევრაგმტარის 3 ფენა და N, P და N დასახელებებით შესაბამისად).
არსებობს ასევე PNP ტიპის ტრანზისტორები. ისინი ზუსტად იგივე პრინციპით მუიშაობენ ოღონდ დენის მიმართულებები არის პირიქით NPN ტრანზისტორთან შედარებით.
როგორც აღვნიშნეთ ტრანზისტორს გააჩნია პარამეტრი გაძლიერების კოფიციენტი, ამის გარდა არის კიდე 2 ძირითადი პარამეტრი

  • მაქსიმალური კოლექტორული დენი, უფრო მეტი დენი ტრანზისტორს დააზიანებს;
  • მაქსიმალური კოლექტორ-ემიტერული ძაბვა, უფრო მეტი ძაბვა მოახდენს სარქველის გარღვევას და დაზიანებას.
არის უამრავი სხვა პარამეტრიც რომელიც ტრანზისტორს გააჩნია მარა მისი მუშაობს მთავარი პრინციპის გასაგებად არაა მნიშვნელოვანი.