კვების წყარო


      როგორც უკვე აღვნიშნეთ, წყალმა რომ იმოძრაოს მილებში, საჭიროა წნევა. საჭიროა რაიმე მოწყობილობა რომელიც შექმნის ამ წნევას. ასეთ მოწყობილობას ეწოდება დენის (კვების) წყარო.
მაგალითის სახით წარმოვიდგინოთ სურათზე ნაჩვენები წყალსაქაჩი მექანიზმი. მასში შედის წყალი და ზუსტად იგივე რაოდენობით გამოდის ოღონდ უკვე მომატებული წნევით ანუ ძაბვით. გამოსასვლელზე წყლის წნევა მაღალია და აღნიშნავენ "+"-ით (დადებითი პოტენციალი), ხოლო შესასვლელზე დაბალი წნევაა და აღნიჩნავენ "-"-ით (უარყოფითი პოტენციალი). წყალი მოძრაობს დადებითი პოტენციალიდან (მაღალი წნევიდან) უარყოფითი პოტენციალისკენ (დაბალი წნევისკენ). სინამდვილეში ელექტრონები მოძრაობენ პირიქით, უარყოფითი პოტენციალიდან დადებითისკენ, იმიტომ რომ ელექტორნი უარყოფითი მუხტის მქონე ნაწილაკია, მაგრამ როდესაც ელექტროობა აღმოაჩინეს მაშინ არავინ იცოდა ელექტრონის არსებობის შესახებ, ამიტომ შემორჩა ეს არასწორი განმარტებათუ დააკვირდებით, მიხვდებით რომ კვების წყაროს გამოსასვლელებზე პოტენციალთა სხვაობა (ანუ წნევების სხვაობა) დამოკიდებულია წყალსაქაჩი მექანიზმის სიმაღლეზე, რაც უფრო მაღლა ადის წყალი, მით უფრო მეტი წნევა იქმნება და მით უფრო მეტი ძაბვა იქნება გამოსასვლელზე, ეს განსაზღრვავს კვების წყაროს ძაბვას. მაგრამ წყალსაქაჩის სიმაღლეზე არაა დამოკიდებული ის თუ რამდენი წყალი შეუძლია გადაქაჩოს მან, ეს დამოკიდებულია მისი ელევატორის ბრუნვის სიჩქარეზე და ასევე ელევატორის თასების სიდიდეზე. ანუ ყველა კვების წყაროს ძაბვის გარდა გააჩნია კიდე ერთი მახასიათებელი, რომელზეც დამოკიდებულია გადაქაჩული წყლის მოცულობა და შესაბამისად დინება (დენი ძალა). თუ ჩვენ წყალსაქაჩის გამოსასვლელს პირდაპირ მივაერთეთ შესასვლელზე, მაშინ ამ სისტემაში გამავალი წყლის სიჩქარე (დენის ძალა) იქნება სწორედ ეს მახასიათებელი. თუმცა მომავალში ვნახავთ რომ კვების წყაროს მახასიათებელებში ამ მაქსიმალური დენის მაგივრად იწერება ე.წ. შიდა წინააღობა (მომავალში განვიხილავთ).
    კვების წყარო სქემებზე აღინიშნება შემდეგნაერად