ამ გვერდზე იქნება განმარტებული ელეტროობის ორი ყველაზე მთავარი ცნება - დენი და ძაბვა.
უმეტესობისათვის დენი ეს არის რაღაც რაც მიედინება ლითონის მავთულში. რეალურად დენი არის ელემენტარული ნაწილაკების - ელექტრონების მოძრაობა. თუმცა მოდით უფრო მარტივი მოდელი შემოვიღოთ რომ ყველასთვის გასაგები იყოს. დავუშვათ რომ მავთული ეს არის ჩვეულებრივი მილი, ხოლო დენი არის მასში გამავალი წყალი.

ძაბვა იზომება ვოლტებში, ხოლო მოწყობილობას რომელიც ზომავს ძაბვას დავარქვათ ვოლტმეტრი (მანომეტრის ანალოგი).

განმარტება: წყლის დინების სიჩქარეს დავარქვათ დენის ძალა (შემდგომში დენი, აღნიშვნა I). დენი იზომება ამპერებში, ხოლო მოწყობილობას რომელიც ზომავს დენს დავარქვათ ამპერმეტრი. სურათზე ნაჩვენებია ამპერმეტრი რომელიც ზომავს წყლის დინების სიჩქარეს. მიაქციეთ ყურადღება რომ ამპერმეტრი რომ მიუერთდეს მილს, ამისათვის საჭიროა მილი გაიჭრას და შუაში ჩაჯდეს იგი, რათა მან გაზომოს მასში გამავალი წყლის რაოდენობა და შესაბამისად დაითვალოს სიჩქარე ანუ დენი. ასეთ ჩართვას ეწოდება მიმდევრობითი ჩართვა.
როცა მავთულს ვადარებთ მილს, ერთი მთავარი დაშვება უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვეულებრივ მილს გადავჭრით, იქიდან წყალი გადმოიღვრება, მაგრამ წარმოვიდგინოთ რომ ჩვენი მილები განსაკუთრებულია, მათი გადაჭრის დროს ბოლოები თავისით შედუღდება და იკეტება, და შესაბამისად ასე გადაჭრილი მილიდან წყალი არ გადმოიღვრება. ზუსტად ანალოგიურად, გაწყვეტილი მავთულიდან დენი ვერ "გადმოიღვრება".