ინდუქტივობა

     კონდენსატორის აღწერისას გავიგეთ რომ კონდენსატორი არის მოწყობილობა რომელიც იგორვებს ძაბვას (წნევას). არსებობს მოწყობილობა რომელიც იგროვებს დენს (დინებას), მას ქვია ინდუქტივობა ანუ ინდუქტორი
რომ გავიგოთ როგორ მუშაობს იგი, წარმოვიდგინოთ მრგვალი ავზი რომელშიც მოთავსებულია წყლის წისქვილის ბორბლის მაგვარი როტორი. როტორი არის მძიმე და გააჩნია გარკვეული ინერტულობა, მის ამოძრავებას უნდა დრო. წარმოვიდგინოთ რომ ასეთ მოწყობილობაზე მივაერთეთ მილი და შევუშვით წყალი წნევით. წყალი აწვება როტორს და ცდილობს მის ამოძრავებას მარა როტორის ინერტულობის გამო, ამას ჭირდება გარკვეული დრო, ამიტომ თავიდან როტორი არ მოძრაობს და ავზში წყალი არ გაედინება, გამოსასვლელზეც წნევა არის 0. ად დროს ავზზე ძაბვა (წნევათა სხვაობა  U = P2 - P1 ) არის მაქსიმალური. შემდეგ როტორი ნელ-ნელა იწყებს ტრიალს და შესაბამისად გამოსავლელზეც ჩნდება წნევა, ამიტომ ძაბვის ვარდნა მცირდება. რაღაც დროის მერე როტორი ამოძრავდება ისე რომ წყალი ავზში გაედინება თავისუფლად, წინააღობის გარეშე, ამ დროს შესასვლელზეც და გამოსასვლელზეც წნევები ტოლია და შესაბამისად ძაბვის ვარდნა ხდება ნულის ტოლი. ამ დროს ინდუქტორი მუშაობს როგორც ჩვეულებრივი გამტარი მილი ნულოვანი წინაღობით.
      ხშირად ინდუქტივობას უწოდებენ რეაქტიულ წინაღობას (ჩვეულებრივ რეზისტორს კი უწოდებენ პასიურ წინაღობს) რადგან დროის რაღაც მომენტში იგი იქცევა როგორც წინაღობა, ზოგადად კი იქცევა როგორც ცვლადი წინაღობა. სურათზე ციკლის დასაწყისში ის იქცევა როგორც უსასრულოდ დიდი წინაღობა ხოლო ციკლის ბოლოში როგორც ნულოვანი წინაღობა. ახლა წარმოიდგინეთ რა მოხდება თუ ერთი მრხიდან მილს ჩაჭრით, მაშნ როტორი აგრძელებს ტრიალს და იგი ცდილობს წყლის შესრუტვას, მაგრამ წყლის მიწოდება შეწყვეტილია, ამიტომ დავარდება წნევა და შეიძლება უარყოფითიც გახდეს.


       ინდუქტორის მახასიათებელია ინდუქტივობა, რაც მეტია ინდუქტივობა, მით მეტი დენის დაგროვება და შესაბამისად მით მეტი ხნით ძაბვის დაყოვნება შეუძლია მას. ინდუქტივობა იზომება ჰენრებში (Henry). აღინიშნება სიმბოლოთი L.
      სქემაზე აღინიშნება ასე


     პარალელურად და მიმდევრობით ჩართვისას ინდუქტივობა იქცევა ზუსტად ისე როგორც პასიური რეზისტორი.
     L = L1 + L2 მიმდევრობით ჩართვისას;
     L = L1 x L2 / ( L1 + L2 ) პარალელური ჩართვისას.




სურათზე ხედავთ ინდუქტორებს (როგორც წესი ინდუქტორი არის ფერიტის გულარაზე დახვეული მავთულის კოჭა, გულარა ძირითადად ფერიტისაა, რგოლის ფორმუს გულარას ტოროიდი ეწოდება)


   
.