რაიმე სქემის აწყობისას ხდება სხვადასხვა მოწყობილობების შეერთება მილებით (მავთულებით), სიმარტივისთვის ჩავთვალოთ რომ შემაერთებელი მილები იმდენად დიდია რომ მათში წყალი მიედინება თავისუფლად, ხახუნის გარეშე და შესაბამისად წნევის ვარდნა არ ხდება.

U1 = P1 - P2 , ანალოგიურად მეორე მოწყობილობაზე U2 = P3 - P4 . თუ გვინდა გავიგოთ ძაბვის ვარდნა ორივე მოწყობილობაზე ერთად, მაშინ ვიყენებთ ფორმულას:
U = P1 - P4 , ამავე დროს დავაკვირდეთ რომ P2 = P3 , იმიტომ რომ ეს წერტილები შეერთებულია მსხვილი მილით. გამოდის რომ U1 + U2 = P1 - P2 + P3 - P4 = P1 - P4 = U .
ესე იგი U = U1 + U2. დასკვნა : მიმდევრობით ჩართულ მოწყობილობებში გადის ერთი და იგივე დენი ხოლო მათზე ძაბვის ვარდნების ჯამი არის ორივეზე ერთად ძაბვის ვარდნის ტოლი.

I = I1 + I2
D1 მოწყობილობის შესასვლელზე გვაქვს წნევა P1, ხოლო გამოსასვლელზე - P2, ესე იგი მასზე ძაბვის ვარდნა არის:
U1 = P1 - P2, ანალოგიურად D2 - ზე :
U2 = P3 - P4. მაგრამ P1 და P3 წერტილები შეერთებულია მსხვილი მილით, ესე იგი ამ წერტილებში წნევა ტოლია:
P1 = P3, ანალოგიურად P2 = P4, გამოდის რომ:
U1 = P1 - P2 = P3 - P4 = U2, ანუ ძაბვები ტოლია: U = U1 = U2 , აქ U აღნიშნავს წნევათა სხვაობას (ძაბვის ვარდნას) ორივე მოწყობილობაზე ერთად. დასკვნა : პარალელურად ჩართულ მოწყობილობებში გამავალი დენის ძალების ჯამი ტოლია ორივეში ერთად გავალი დენის ძალისა ხოლო მათზე ძაბვათა ვარდნები ერთმანეთის ტოლია.